суббота, 4 апреля 2015 г.

ტრენინგის მერვე დღე

    ტრენინგი დავიწყეთ გამეორებით. შევქმენით  ფასილიტაციის ნიმუშები. გადავხედეთ პორტფოლიოს. ვისწავლეთ სიის გაჯეტის ჩასმა. ავტვირთეთ პორტფოლიო ინტერნეტში,  დრაივის გამოყენებით.
          საინტერესო დღე იყო... და საერთოდ  ბევრის მომცემი ტრენინგია. ძალიან დამეხმარება ჩემს საქმიანობაში.
                კიდევ ერთხელ,  დიდი მადლობა ქალბატონ ქეთის!

воскресенье, 29 марта 2015 г.

ტრენინგის მეშვიდე დღე

 დღევანდელი დღეც, ტრადიციულად გამეორებით დავიწყეთ.  განვსაზღვრეთ   განსხვავებული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეების საჭიროებები. ვიმუშავეთ გეგმის დასკვნით ნაწილზე.   ძალიან საინტერესო  ტრენინგი იყო როგორც ყოველთვის.

суббота, 28 марта 2015 г.

ტრენინგის მეექვსე დღე

     დღევანდელი ტრენინგი  დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით. ვიმუშავეთ მოსწავლის პრეზენტაციაზე.  გადავხედეთ  პროექტის  გეგმებს.   გავეცანით შეფასების რუბრიკებს. საინტერესო ტრენინგი იყო.
    ველოდები ხვალინდელ დღეს, ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნება...

воскресенье, 22 марта 2015 г.

ტრენინგის მეხუთე დღე

  ტრენინგი  დავიწყეთ გამეორებით.  ვისწავლეთ , თუ როგორ უნდა დავიცვათ საავტორო უფლებები   და მივუთითოთ გამოყენებული ლიტერატურის  შაბლონები.  ასევე შევისწავლეთ როგორ შეგვიძლია ბლოგზე   კომენტარების გაკეთება, წაშლა.    ვიმუშავეთ  ბლოგში  გაჯეტების შექმნაზე. ვისწავლეთ :  სურათის  გაჯეტი, გამოკითხვის  გაჯეტი, გვერდების  გაჯეტი.
  ტრენინგი,   როგორც ყოველთვის,  ძალიან საინტერერესო იყო.

суббота, 21 марта 2015 г.

ტრენინგის მეოთხე დღე

     დღევანდელი ტრენინგი მასალის გამეორებით დავიწყეთ.   გავეცანით  პროექტის  შეფასების  მეთოდებს.  ვიმუშავეთ  დროში გაწერილ შეფასების  გეგმაზე.  გავაკეთეთ  პორტფოლიოს  პრეზენტაცია.   ვიმუშავეთ ბლოგში:  სურათის  ჩასმა, ბლოგის  შეცვლა, წაშლა-აღდგენაზე.
        ტრენინგი, როგორც ყოველთვის, ძალიან საინტერესო იყო.
კოსმოსი

воскресенье, 15 марта 2015 г.

ტრენინგის მესამე დღე

              ტრენინგის დასაწყისში გავიმეორეთ გავლილი მასალა.  განვიხილეთ და შევისწავლეთ,  თუ  როგორ უნდა ვიმუშაოთ პროექტის გეგმის შედგენაზე. განვიხილეთ სტანდარტები.   განვსაზღვრეთ მიზნები  სტანდარტიდან, ბლუმის ტაქსონომიიდან და ოცდამეერთე საუკუნის უნარ-ჩვევებიდან. განვიხილეთ მიმართულების მიმცემი კითხვები.   ვიმუშავეთ ბლოგის დიზაინზე.
     დღევანდელი დღეც, წინა დღეების მსგავსად, ძალიან საინტერესო იყო....

суббота, 14 марта 2015 г.

ტრენინგის მეორე დღე

      დღევანდელი ტრენინგი დავიწყეთ  პროექტების  მიმოხილვით.  გავიხსენეთ წინა დღის მასალა. გავეცანით word-ის  იმ ინსტრუმენტებს, რომლებიც დაგვჭირდება  მუშაობის პროცესში.  ასევე გავეცანით იმ მოთხოვნებს,  რომელთა  გათვალისწინება საჭიროა  ბუკლეტის შექმნის  პროცესში.  ვიმუშავეთ ბუკლეტის დამზადებაზე, რომელიც ძალიან საინტერესო იყო. ტრენინგი  თანდათან უფრო საინტერესო  ხდება....

суббота, 7 марта 2015 г.

ტრენინგის პირველი დღე

     ტრენინგის დასაწყისში   გავიცანით ერთმანეთი.  გავეცანით  ინტელის სასწავლო კურსის გზამკვლევს.    განვიხილეთ თუ როგორ შეიძლება  პროექტების  დახმარებით  უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გავხადოთ სწავლების პროცესი. ვისწავლეთ პორტფოლიოს საქაღალდის შექმნა.  ვფიქრობ ამ ტრენინგზე შეძენილი ცოდნა ძალიან დამეხმარება  ჩემი საქმიანობის უფრო საინტერესოდ წარმართვაში.
   ძალიან თბილი და კეთილგანწყობილი გაერემო იყო, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ქალბატონ ქეთის.